ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაული “ასკანობა“ აღინიშნა
ტრადიციად ქცეული დღესასწაული სოფელ ასკანაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, მკლავჭიდში, ფრენბურთში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: „ასკანელი,“ „შვიდკაცა“ და „შემოქმედის“ კონცერტი. მოეწყო ზაურ ჩხეიძის წიგნის – „დილა მშვიდობისა ჩემო სოფელო“ პრეზენტაცია. სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.