ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიურომ 3 საკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ დადგენილების პროექტებს: 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“, ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე.“
ბიურომ მოისმინა და დადებითად შეაფასა საკრებულოს აპარატის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შეამაჯამებელი ანგარიში.
საკრებულოს სხდომა 24 იანვარს 11 საათზე გაიმართება.