„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოხვაურში, შემოქმედში, ცხემლისხიდსა და ვაკიჯვარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნიკა ბოლქვაძემ, სოფლის დეპუტატებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, არსებული გამოწვევები და საჭიროებები თანამოქალაქეებისგან მოისმინა.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადგილობრივებმა შიდა სასოფლო გზებისა და სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას მიანიჭეს უპირატესობა.
პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 16 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. იხ. შეხვედრების გრაფიკი: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=16909