„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაბა ნარუჯაში, დაბა ლაითურში, სოფელ ბაილეთში, ჯუმათსა და სილაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადგილობრივებმა გარე განათებების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხების, ამბულატორიის, შიდა სასოფლო გზების, მოსაცდელების, სკვერების, სპორტული მოედნების, საბავშვო ბაღების ეზოს მოწყობას, ატრაქციონების რეაბილიტაციასა და სასაფლაოს შემოღობვას მიანიჭა პრიორიტეტი.
ოზურგეთის მერის მოადგილემ ნიკა ბოლქვაძემ, სოფლის დეპუტატებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევები და საჭიროებები თანამოქალაქეებისგან მოისმინა.