სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სოფელ ოზურგეთის, გურიანთის, შრომისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები და მოქალაქეებს პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნეს.
ადგილობრივებმა სხვადასხვა უბანში რთულ საგზაო მონაკვეთებზე ბეტონის გზების, სანიაღვრე არხების და წყლის სისტემის მოწესრიგება დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს საერთო გადაწყვეტილების შედეგად პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას და მოქალაქეთა მონაწილეობას.