სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა დღეს ასკანის, მთისპირის, ჭანიეთის, ლიხაურისა და მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა, სადაც მოქალაქეებმა ოზურგეთის მერის მოადგილეს, ნიკა ბოლქვაძეს, სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები – შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩიეს.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 086 000 ლარი დაიხარჯება.