აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს უმასპინძლა.
კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომლის მიზანიც, საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება და მათი მხარდაჭერა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიამ 2023 წელს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება არსებითად გაზარდა. აღნიშნული პროგრამით წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარი 4 500 ლარით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 180 000 ლარს შეადგენს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჭანიშვილმა, სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.