მუნიციპალიტეტების მართვის პროცესში ბავშვის უფლებების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული ლიდერობის შესახებ ორდღიანი სემინარი გამართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი უძღვებოდა.
ახალციხეში გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.