მოქალაქეთა ასამბლეა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოქალაქეთა ასამბლეა გაიხსნა – ოზურგეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, მოქალაქეების ჩართულობით გააუმჯობესოს პარკირების სისტემა.

ასამბლეის პირველი ეტაპი ურბანული დაგეგმარებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა. მიღებული ცოდნის საფუძველზე ასამბლეის წევრებმა უკუკავშირისა და კომენტარებისთვის ოზურგეთის მერიისთვის წარსადგენი პირველადი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

მოქალაქეთა ასამბლეა არის სათათბირო დემოკრატიის ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, შეისწავლონ და ასამბლეის წევრებთან ერთად განიხილონ კონკრეტული საკითხები და ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ოქალაქეთა ასამბლეა საქართველოში ხორციელდება Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში-ს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი