ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მოედანზე მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა, რომელსაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ბოლო ზარის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების განწყობაზე DJ გიგა პაპასკირმა იზრუნა.