ჭადრაკში მოსწავლეთა შორის ოზურგეთის ღია მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში, აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის და ოზურგეთის 2023 წლის მუნიციპალური ჩემპიონატის საგზურის აღებისთვის სასკოლო ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, მედლები, სიგელები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
მოჭადრაკეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა.