სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის ომში 21 ოზურგეთელი ჯარისკაცი დაიღუპა. მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ოჯახებს ფულადი თანხა ჩაურიცხა.