ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა. საკრებულოს წევრები სამსახურის მიერ გამოვლენილი მიგნებებითა და ძირითადი რეკმომენდაციებით დაინტერესდნენ. შეკითხვები დაისვა გაცემული რეკომენდაციების შესრულებულ მონიტორინგზე, აგრეთვე ინსპექტირების განყოფილების მიერ გაწეულ საქმიანობაზე. იხილეთ ანგარიში სრულად: http\://ozurgeti.mun.gov.ge/pictures/auditi1.pdf საკრებულომ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობაც შეაფასა. საკრებულოს წევრებმა სტატისტიკური ინფორმაცია მოისმინეს 2019 წლის განმავლობაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში, როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმურ გაწვეულთა შესახებ. იხილეთ ვრცლად http\://ozurgeti.mun.gov.ge/pictures/samxedro2.pdf სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.