,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში, დღეს, საკრებულოს ბიუროს რიგგარშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა გასულ წელს ,,ღია მმართველობა საქართველო”-ს ფარგლებში განხორციელებულ ვალდებულებებზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” შესრულება, პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს OGP-ის ფარგლებში ურთიერთპრაქტიკის გაზიარებას, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალოვადიან სტრატეგიის შემუშავებას, ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფორუმში ჩაერთო, წლის განმავლობაში ფორუმის წევრებმა სამი ვალდებულების განხორციელბაზე იმუშავეს. ესენია:
„თვითმმართველობა განათლებისათვის“;
სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია. ” საკრებულო აქტიურად აგრძელებს მუშაობას OGP-ის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები და გეგმები 2020 წლისთვის, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა აქტიურობას, გამჭვირვალე პროცესს და ახალი ინოვაციური მეთოდების დანრგვას”. -აღნიშნა დავით დარჩიამ. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზეც მოისმენს. საკრებულოს სხდომა 15 იანვარს 11 საათზე გაიმართება.