საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, მერიის მიერ უვე მეორედ ინიცირებული პროექტი, ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 380კვ.მ. არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, იმსჯელა. განკარგულების პროექტი აღნიშნული მიწის ნაკვეთის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში 50 წლის ვადით, სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გადაცემას ეხება, რომლეზედაც იურიდიული დახმარების სამსახური ბიუროს მშენებლობას გეგმავს. პირველად წარმოდგენილ პროექტზე აგრარულ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივ დასკვნაში, აღნიშნული იყო, რომ ქ. ოზურგეთში მსგავსი დაწესებულების ფუნქციონირება ეფექტურობის ნაწილში ნოწონებულ იქნა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობის განთავსება არამიზანშეწონილად ჩაითვალა, არსებული მწვანე საფარის მოსალოდნელი დაზიანებისა და ერთსართულიანი შენობის არქიტექტურული თავლსაზრისით განთავსების მიუღებლობლობის გამო. ხოლო ეთხოვა მერს აღნიშნული ნაკვეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ფართობები დაიტვირთოს სერვიტუტის უფლებით სხვადასხვა ფორმით მათი გასხვისების დროებითი შეზღუდვის მიზნით. აგრეთვე, ეთხოვა მერს ალტერნატიული ნაკვეთის შერჩევის შესახებ. კომისიებმა მაშინ რეკომენდაციაც გასცეს მიზანშეწონილობის დამადასტურებელი მასალების დამატებითი წარმოდგენის შესახებ, მათ შორის: სიტუაციური ნახაზი, შენობის ესკიზი, არქიტექტურების დასკვნა და სხვა. რაც მეორედ ინიცირებული პროექტის დროს არ იქნა წარმოდგენილი. კომისიამ, დღესაც,პროექტის განმეორებით განხილვისას მნიშვნელოვნად მიიჩნია დამატებითი მასალების წარმოდგენა.