დღეს, საკრებულომ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განისაზღვრა, რომელიც დადგენილებაში აისახა.
გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით სოციალური პორტფელის დაფინანსება 381 ათასი ლარით იზრდება.
2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 18 სხვადასხვა სახის პროგრამას მოიცავს. მათ შორის: ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების, მრავალშვილიან დედების, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახების, დედ-მამით ობოლ ბავშვების და სხვა ბენეფიციარების დახმარებას.
აგრეთვე, მოხდება ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული PET კვლევის თანადაფინანსება (პეტკატე).
იწყება ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის – „ზომეტას“ დაფინანსება.
ასევე, დაფინანსდება 0-დან 18-წლამდე ბავშვებისათვის საზღვარგარეთ მკურნალობა, რომელთათვისაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხორციელდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სათანადო სერვისი ხელმისაწვდომობის გაზრდა – პროგრამის დაფინანსება 45 000 ლარით გაიზრდება.
დადგენილება საკრებულომ 26 ხმით მიიღო.
მსგავსი სტატიები