ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადება კურორტ გომისმთისთვის დასახლების კატეგორიის, კერძოდ, დაბის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ზემოაღნიშნული გეოგრაფიული ობიექტისათვის დაბის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა გამომდინარეობს, მისი, როგორც უნიკალური კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორცილების მოთხოვნებიდან.
კურორტ გომისმთისთვის დაბის სტატუსის მინიჭება, ასევე, უზრუნველყოფს კურორტის განვითარებას ამ მიზნით უკვე დამუშავებული „კურორტ გომისმთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ შესაბამისად.
გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები კურორტ გომისმთისთვის დასახლების კატეგორიის, კერძოდ, დაბის სტატუსის მინიჭების შესახებ მოგვაწოდოთ 2020 წლის 19 მარტამდე.
მის: ქ.ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1 ადმინისტრაციული შენობა, საკრებულოს აპარატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე.
ტელ:599 98 39 00 ელ.ფოსტა: nanatavdumadze@gmail.com