მდებარეობს მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, ოზურგეთიდან 10 კილომეტრის დაშორებით.
ნარუჯის დასახლება გაჩნდა 1929-30 წლებში. აქ იყო ტყითა და ბუჩქებით დაფარული გაუვალი ადგილები, რომლებიც გადაწვეს.
დაბის სახელწოდება „ნარუჯაც“ აქედან წარმოიშვა.
დაბის სტატუსი ნარუჯამ 1986 წელს მიიღო. აქ გაშენებული იყო ჩაის პლანტაციები.