დაბა ლაითური

დაბა ლაითური მდებარეობს მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის,  ოზურგეთის ცენტრიდან 14 კმ. მოშორებით.

დაბა ლაითურში საბჭოთა პერიოდში გავითარებული იყო სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგი: მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, ასევე, ფუნქციონირებდა ტუნგოს გადამამუშავებელი საწარმო.

1969 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ლაითურში ხულოს რაიონიდან დასახლდა 300 ოჯახი. აქ მაცხოვრებელთა უმეტესობა აჭარელია.

2007 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ლაითურში საპატიმრო ციხის მშენებლობა დაიწყო.

დაბაში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია.

#ლაითური

მსგავსი სტატიები