საკრებულოს მორიგი სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით 7 უსახელო ქუჩას შემდეგი სახელები მიენიჭა: ,,ძმობის“, ,,მთისბროლის“, ,,თამარ მეფის“ , ,,მაგნეტიტის“, ,,მეგობრობის“, ,,გაბრიელ ეპისკოპოსის“  და ,,შოთა გოგუაძის“.

დამტკიცდა შემდეგი დადგენილება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ;

საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორამცია,  ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვის თაობაზე.“

მსგავსი სტატიები