ბიუროს სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, აისახა შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ და ,, მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების თაობაზე“ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 26 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები