ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

საკრებულოს ბიუროს სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიურომ 11 საკითხზე იმსჯელა, მათ შორის დაამტკიცა საკრებულოს 5 დარგობრივი კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმები.

ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიდა: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი”; „

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”. დადგენილების პროექტი კი განსახილველად დაეწერა შესაბამის დარგობრივ კომისიებს და შეტანილ იქნა დღის წესრიგში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.

მსჯელობა გაიმართა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში გურიის ქუჩაზე (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“. საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საკრებულოს იმ მოქალაქეებმა მიმართეს გნცხადებით , რომლებიც აგრარული ბაზრის აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწევიან საქმინობას. მათ ბიუროს სხდომაზეც მოუსმინეს. საკითხის ირგვლივ იმსჯელა დარგობრივმა კომისიამაც და მიმართა პროექტის ინიციატორს – მერიას, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინოს დამატებითი დასაბუთება პირდაპირი ან საჯარო აუქციონის წესით განკარგვის უპირატესობაზე. ბიუროზე აღინიშნა, რომ “მნიშვნელოვანია დაცული იყოს საკითხით დაინტერესებული ორივე მხარის ინტერესი. საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დაიცვას საჯაროობა, რაც გამოიხატება დაინტერესებული პირების სრული ინფორმირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფაში”. საკითხზე მსჯელობა საკრებულოს მორიგ სხდომაზე განახლდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი-ქორფსი“-ს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების მიღება , დღის წესრიგში შევიდა და დასკვნის წარმოსადგენად განათლების კომისიას გადაეგზავნა. ხელშეკრულება, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფისი”-სგან გრანტის მიღებას ეხება, რომლის მეშვეობითაც მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.

საკრებულოს მორიგი სხდომა 5 თებერვალს 11 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება.

მსგავსი სტატიები