განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. კომისიის წევრებს სხდომის თავმჯდომარიემ, ლელა საჯაიამ ინფორმაცია გააცნო 2020 წლის სამუშაო გეგმის შემუშავებისათვის გაწეულ მუშაობაზე. დეტალურად განიხილეს 2020 წელს დაგეგმილი აქტივობები, იმსჯელეს კომისიის ფორმატში სამუშაო ჯგუფების განსახორციელებელ ღონისძიებებზე. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება- გეგმა წარედგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად. საკრებულოს ბიუროს სხდომა, ხვალ, 29 იანვარს 12 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები