2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომისიაზე განიხილეს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში დაიწყო. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ, მერიის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და შესაბამისი დასკვნაც მოამზადა. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით 2020 წლის ბიუჯეტი 26 211,6 ათასი ლარით განისაზღვრა და ის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებში გადანაწილდა: ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის სამართლებრივ მხარეზე გაამახვილეს ყურადღება და აგრეთვე, აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს. როგორც კომისიის დასკვნაში აღინიშნა; “პრიორიტეტების დოკუმენტი მომზადებულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის N385 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, თუმცა სრულად ვერ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის სტანდარტებს”. ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიების ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. საკრებულო თავის რეკომენდაციებს, წინადადებებსა და შენიშვნებს, 2020 წლის ბიჯეტში ასახვის მიზნით, დასკვნების სახით მერიას წარუდგენს.

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი