ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გიწვევთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე, რომელიც 26 ნოემბერს, 15:30 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართება.

მისამართი: ქალაქი ოზურგეთი, გ. ჭანტურიას ქუჩა, #1). შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საჯარო განხილვაზე ოზურგეთის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარმოადგენს. საკრებულოს ფრაქციები, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ საბიუჯეტო ინიციატივებს წარმოადგენენ.

საჯარო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, რომლიც დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

Posts not found

მსგავსი სტატიები