ოზურგეთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ 2020 წლის სამუშაო გეგმის პროექტზე იმსჯელა. შეიქმნა კომისიის ფორმატში 4 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც გეგმაში წარმოდგენილი ღოისძიებეის შესრულებაზე წლის განმავლობაში იმუშავებენ. კომისიის წევრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება კომისიასთან არსებული საკოსულტაციო საბჭოს შემადგენლობის უცვლელად დატოვების თაობაზე. ინფრასტრუქტურის კომისიის 2020 წლის სამუშაოს გეგმა დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება.