იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ სამუშაო გეგმა შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება. 2020 წლის სამუშაო გეგმა, კოლეგებს კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძემ გააცნო. კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ერთ საკითხზე იმსჯელა,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკას: დროშისა და გერბის თაობაზე. მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად დღის წესრიგში დადგა სიმბოლიკების საკითხი, შესაბამისად კომისიამ განიხილა რა აღნიშნული საკითხი, მიზანშეწიონილად მიიჩნია, არსებული სიმბოლოები, რომლიც თემთა მუნიციპალიტეტის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა, კვლავ დარჩეს არსებული სახით. კომისიის დასკვნა საკრებულოს ბიუროს წარედგინება.

მსგავსი სტატიები