ოზურგეთის მერი ბაილეთისა და სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა

მოსახლეობასთან შეხვედრები

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაილეთისა და სოფელ ოზურგეთის ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს.

სოფელ ბაილეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ბაილეთი-ახალსოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა დაიგეგმა. სოფელ ოზურგეთში კი მოსახლეობა საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე, ჭაბურღილის მოწყობასა და მეთორმეტე ქუჩაზე მგზავრთა მოსაცდელის გაკეთებაზე შეთანხმდა.

ასევე, დაიგეგმა რაჭველების უბანში სკვერის რეაბილიტაცია.

#გურია #ოზურგეთი2020 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

მსგავსი სტატიები