2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

მოსახლეობასთან შეხვედრა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პროგრამით გათვალისწინებული კრება-კონსულტაციები დღეს დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ჩატარდა.

შეხვედრები კონსტანტინე შარაშენიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემურ გიორგაძესთან, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან, დარეჯან გოგოტიშვილთან, დაბებში მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გამართა.

დაბა ნარუჯაში მოსახლეობამ სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის რეაბილიტაციასთან ერთად შიდა გზების მოწესრიგების საკითხი დასვა.

ლაითურის მაცხოვრებლები სარიტუალო სახლის კეთილმოწყობაზე შეჯერდნენ.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მილიონი ლარია. სოფლისთვის გამოყოფილ თანხას კი იგივე რაოდენობას მუნიციპალიტეტი ამატებს.

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა – სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.

#გურია #ოზურგეთი #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2020

მსგავსი სტატიები