მერმა ზურაბ ჩხაიძესთან ერთად გურია პალასის მშენებლობა დაათვალიერა

ქალაქ ოზურგეთში სასტუმრო „გურია პალასის“ მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაშია.

სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და ბიზნესმენმა, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით სასტუმრო „გურია პალასში“ განთავსდება სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები.

ახალ სასტუმროში 52 ნომერი იქნება, აქედან 3 ლუქსი, რომელსაც მეორე სართულზე ექნება კვების ბლოკი სამზარეულოთი და დამხმარე სათავსოებით.

მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, განთავსდება საკონფერენციო დარბაზი. სასტუმრო სულ 2 204 კვ.მ.-ს იკავებს. ასევე, პროექტის მიხედვით, შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოვხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში.

სასტუმროს მშენებლობაზე 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები