მერმა უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ და მერიის თანამშრომლებმა უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს შობა მიულოცეს და საახალწლო ტკბილეული და ნობათი გადასცეს.