საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, კულტურისა და დასვენების პარკში, პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები მოეწყო.
ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა, ანიმატორებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნეს.
გაიმართა სპორტული აქტივობები, მოეწყო საშობაო ბაზრობა და უფასო ატრაქციონები საახალწლო ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში ხვალაც გაიმართება.
საახალწლო-საშობაო ღონისძიებების ორგანიზატორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილება და ა.(ა).ი.პ. „კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი.“