ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 7 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტს: ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.“ ასევე, მოისმენენ ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის მე-II კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.
საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს და განიხილავს, ინფორმაციებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიმიდინარეობის შესახებ; კულტურის განვითარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგების განხილვის თაობაზე; ,,სპორტის განვითარების” ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფაქტობრივი შედეგების განხილვის შესახებ და 2023 წლის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული ქონებიდან საიჯარო ქირის ბიუჯეტში შემოსულობების თაობაზე.