ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სადაც 2024 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, კულტურის განვითარებისა და იმავე საანგარიშო პერიოდში სპორტის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგები და ფაქტობრივი შედეგები განიხილეს, რომლებიც მიღებულ იქნა ცნობად. აგრეთვე, საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მე-II კვარტლის შესრულების ანგარიშსაც.
დარგობრივი კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი დადგენილების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების თაობაზე.“