დღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. ეს პროექტებია:
სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;
ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;
შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;
დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;
ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.