ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულებები დაამტკიცა. ეს პროექტებია: სოფლებში: მერია, ხვარბეთი, კონჭკათი, თხინვალი, ნაღობილევი, მელექედური წყალმომარაგების ქსელების სისტემების მოწყობა.
ასევე, სოფ. ნაგომრის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.