დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 2769 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“ ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 2769 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ და ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე (რკინიგზის სადგურის მიმდებარე) მდებარე 87 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.“ აგრეთვე, საკრებულომ, მიიღო შემდეგი დადგენილება: ,, მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ.“ ცვლილება აისახა ,, მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების თაობაზე“ დადგენილების პროექტში.
საკრებულომ, მოისმინა და ცნობად მიიღო ,, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში.“
ასევე, ცნობად იქნა მიღებული ინფორმაციები 2024 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, კულტურის განვითარებისა და იმავე საანგარიშო პერიოდში სპორტის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგები და ფაქტობრივი შედეგები; ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობს თაობაზე“ და ,,მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წლის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული ქონებიდან საიჯარო ქირის ბიუჯეტში შემოსულობების შესახებ.“