სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, სოფელ გურიანთაში თამაზ მალაზონიასა და ქ. ოზურგეთში ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერია ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ფულად თანხას გადასცემს. მათი ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.