დღეს დილიდან ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია დაიწყო.
ეტაპობრივად მუშავდება ყველა კორპუსი.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფი.