საკრებულოს ბიუროს სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე საუბრით გახსნა.
„ რთული გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო, ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ ყურადღებით მოისმინოს და გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელსაც მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო მოგვიწოდებს. სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვირუსთან ბრძოლაში. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ჩვენი შეკრებაც მიზანმიმართულია მუნიციპალიტეტის ფუნქციონირება გაგრზელდეს სეუფერხებლად, ისევ და ისევ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე“. – აღნიშნა დავით დარჩიამ.
საკრებულოს ბიურომ 14 საკითხზე იმსჯელა. 12 საკითხით საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა. იხილეთ
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გასვლითი სხდომა 31 მარტს 14:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება, რათა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული დისტანცირების რეკომენდაცია და უსაფრთხოების ზომები.
დაინტერესებულ მოქალაქეებს და მედია საშუალებების წარმომადგენლებს სხდომის მიმდინარეობაში ჩართვა და ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში, პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით საკრებულოს ფეისბუქ და ვებგვერდებზე შეგეძლებათ.