ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების პირადი სახსრებით შეძენილი პროდუქტები დღეს მარტოხელა ხანდაზმულებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა.
პირველადი საჭიროების პროდუქტები სხვადასხვა ოჯახში მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ და ქალაქ ოზურგეთში მერის წარმომადგენელმა – ავთანდილ სვანიძემ მიიტანეს.
პროდუქტები მომართვიანობის საფუძველზე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით ეტაპობრივად გაიცემა.
მსგავსი სტატიები