სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლებმა მიუტანეს.
საქველმოქმედო აქციაში აღნიშნული სამსახურის ყველა განყოფილება ჩაერთო.
თანამშრომლების მიერ გაღებული შემოწირულობით სურსათი დღეს ქალაქ ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში და სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდა.
ჯამში, მერიის თანამშრომლების პირადი სახსრებით შეძენილი სურსათით 1000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.