იყავი თანამმართველი, იაქტიურე, ჩაერთე, შეარჩიე! – თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის მე-2 ეტაპი იწყება!
დღეს, ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის ფარგლებში “იყავი თანამმართველი” სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას პროექტის ავტორებთან ერთად ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, ბიბლიოთეკის თანამშრომლები დაესწრნენ.
პროექტი „იყავი თანამმართველი“ არის: პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა, რომელსაც ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი!
ეს არის მოქალაქეების შესაძლებლობა – ინიციატივების წარმოდგენით განსაზღვრონ პრიორიტეტული პროექტები და მიიღონ გადაწყვეტილება ამ პროექტების დასაფინანსებლად.
თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების უნიკალური მოდელი “იყავი თანამმართველი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაინერგა.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით რამდენიმე ინიცირებული და გამარჯვებული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
წელს პროექტი მეორედ იღებს სტარტს, სადაც გამოყენებული იქნება ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის მატერიალურ- ტექნიკური რესურსი.
სპეციალური პლატფორმის ადმინისტრირებაზე ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავებენ.
მოქალაქეები საკუთარი ინიციატივების წარმოდგენას სწორედ ამ სერვისით შეძლებენ.
პროგრამის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით, 150 000 ლარიდან 300 000 ლარამდე გაიზარდა.
პროექტის მხარდამჭერები არიან:
#BftW
#გურიისახალგაზრდულირესურსცენტრი
#USAID #პოლონეთისსოლიდარობისფონდი