ოზურგეთის მერმა მეცხრეკლასელ ლიზა გოგაბერაშვილს ნოუთბუქი გადასცა

ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენძემ I-ლი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს ლიზა გოგაბერაშვილს საჩუქრად ნოუთბუქი გადასცა.
 
ლიზა გოგაბერაშვილი წარჩინებული მოსწავლეა, რომელსაც პანდემიის პირობებში კომპიუტერის არქონის გამო, უჭირდა სასწავლო პროცესში ონლაინ ჩართვა.
 
„ლიზა გამორჩეული მოსწავლეა, სამწუხაროა, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი კომპიუტერით ესარგებლა სასწავლო პროცესის დროს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა-წახალისებას, რათა მათ სრულფასოვანი განათლების მიღება შეძლონ,“- აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.
 
#გურია #ოზურგეთი2020

მსგავსი სტატიები