ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მერის სათათბირო ორგანოს –
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-6 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს:
1. ქალაქ ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე საფეხმავლო სივრცის მოწყობის შესახებ
მუნიციპალიტეტის მერისთვის წინადადების შეთავაზება;
2 . ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიისთვის
რეკომენდაციების შეთავაზება;
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს ფორმირების შესახებ
ინიციატივის განხილვა.
შეხვედრას ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და მერის მრჩეველი, ალექსანდრე ბერიძე დაესწრნენ.
ალექსანდრე ბერიძემ სამოქალაქო ბიუჯეტის „იყავი თანამმართველის“ საბჭოს შექმნის შესახებ სათათბირო ორგანოს ინიციატივა გააცნო. საბჭო პროექტის განვითარების მიმართულებით იმუშავებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ოზურგეთის მერმა სათათბირო ორგანოს გააცნო მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმები მყარი ნარჩენებისა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მართვის მიმართულებით რეგულაციების დაწესების შესახებ, ასევე ისაუბრა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც კონკრეტულად სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, მედდებისა და ჯანდაცვის სექტროში დასასაქმებელი პერსონალისთვის მოეწყობა.
საუბარი შეეხო ქალაქ ოზურგეთში კინოთეატრის რეაბილიტაციის პროექტს, სადაც გასართობ-შემეცნებითი ცენტრის მოწყობა იგეგმება.
მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება 2 თვეში ერთხელ და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა.