გამოცხადდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი!
• პროექტის სავარაუდო ღირებულება 12 153 115 ლარს შეადგენს.
• მშენებლობა ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით.
• შესასრულებელი დეტალური პროექტის ტექნიკური კომპონენტები მოიცავს შემდეგს:
• წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, სადაწნეო კოშკის, სახლის დაერთებების, კორპუსების შიდა
გაყვანილობის, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მოწყობას.
შესყიდვის გამოცხადების თარიღია 2020 წლის 27 ოქტომბერი, დასრულების – მიმდინარე წლის 27 ნოემბერი.
#გურია #ოზურგეთი2020 #წყალმომარაგება #ცხემლისხიდი #დვაბზუ #მშვიდობაური