ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე: „ ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას – ოზურგეთის სოფლების – ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენს თანამოქალაქეებს, 1 400 – მდე ოჯახს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება“
პროექტი მოიცავს წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობას. სამუშაოებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარს შეადგენს.