გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალი ოზურგეთში

✅ ოზურგეთში საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.

🔸 ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების საზეიმო აღლუმი ჭავჭავაძის ქუჩიდან დაიწყო. მონაწილეებმა ცნობილი ქორეოგრაფის ხსოვნას პატივი მიაგეს და გორელიეფი ყვავილებით შეამკეს. ჭადრების პარკში გაიმართა ხალხური რეწვის გამოფენა; ჩატარდა საზეიმო კონცერტი, რომელშიც 5 ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ანსამბლები დიპლომებით და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის გრან-პრის მფლობელი უზბეკეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ჩოხატაურელი ნიკოლოზ ბაზიარი გახდა.

ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔵 გიორგი სალუქვაძის სახელობის მე -12 საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს – ფესტივალი კულტურის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები