ოზურგეთში საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს-ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც 5 ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად დაესწრო.
მე-12 საერთაშორისო კონკურს – ფესტივალი, რომელიც ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით იმართება 8 ივლისამდე გაგრძელდება.
მსგავსი სტატიები