“მოხარული ვართ, რომ ოზურგეთი მაღალი დონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც გამორჩეულია და ყველა თაობის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს.
ფესტივალი გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით, რომლის რეჟისორიც გახლავთ რობერტ სტურუა.
5-15 ივლისს, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფესტივალის ფარგლებში საინტერესო სპექტაკლებს უმასპინძლებს. საფესტივალო დღეებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილ სპექტაკლებს მაყურებელი თეატრის სამივე – დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე იხილავს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი და 15 თეატრი დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.
თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
მინდა წარმატებები ვუსურვო ფესტივალის თითოეულ მონაწილეს! მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს და სამინისტროს გუნდს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრს, ფესტივალის ორგანიზატორებს და სპონსორებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ფესტივალის ორგანიზებაში!” – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ
მსგავსი სტატიები